20 მაისს, 13:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, პროფესორ თენგიზ ვერულავას მონოგრაფიის „ჯანდაცვის ეკონომიკა“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას წარუძღვება თენგიზ ვერულავა — მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.
წიგნი წარმოადგენს თანამედროვე ქართულ ენაზე შექმნილ პირველ სრულფასოვან, სისტემურ და სიღრმისეულ სახელმძღვანელოს ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით.
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.