საჯარო ლექცია თემაზე - „ბეჭდური, საარქივო და ზეპირსიტყვიერი მასალები სოლოლაკის ტურის მოსამზადებლად“

28 May 2026

28 მაისს, 16 საათზე,  კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩატარდება ტურიზმის სკოლის პროფესორის, თემურ ხუციშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „ბეჭდური, საარქივო და ზეპირსიტყვიერი მასალები სოლოლაკის ტურის მოსამზადებლად“.

 

გიდის ტექსტის მნივნელოვანი პრობლემა: როგორი უნდა იყოს წერილობით/დოკუმენტურ წყაროებში დაფიქსირებული ფაქტების წილი გიდის თხრობაში, რომ საუბარი ტურისტებთან არ დაემსგავსოს აკადემიურ ლექციას. როგორ უნდა შეაზავოს ტექსტი ზეპირ გადმოცემებთან, მე-19 საუკუნის „ყვითელი პრესის“ მასალებთან და როგორ უნდა შეძლოს გიდმა ფაქტების კომენტირება.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სოლოლაკის ვირტუალური ტური.

 

ლექციაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.