საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ზოგიერთი ასპექტი

29 May 2025

29 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტურიზმის სკოლის მოწვეული ლექტორი, თსუ-ს ტურიზმის დოქტორანტი, ლალი ოქროშიძე, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე, ,,საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ზოგიერთი ასპექტი“.

 

ლალი კავკასიის ტურიზმის სკოლის ლექტორია 2022 წლიდან. მას აქვს მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • კონკურენტუნარიანობა და მისი მნიშვნელობა;
  • კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები;
  • საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის მხრივ რეგიონში და მსოფლიოში;
  • ფაქტორები, რომელთა გაუმჯობესებაც საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.