საჯარო ლექცია: „უნდა შემოიღოს თუ არა საქართველომ ტურიზმის გადასახადი?“

19 June 2026

19 ივნისს, 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: უნდა შემოიღოს თუ არა საქართველომ ტურიზმის გადასახადი? საერთაშორისო პრაქტიკისა და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

 

ლექციას წაიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აფილირებული პროფესორი, გიორგი ბრეგაძე.

 

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ტურიზმის გადასახადის არსი და დანიშნულება, მისი გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მიღებული შედეგები. ასევე გაანალიზდება ტურიზმის გადასახადის შესაძლო ეკონომიკური ეფექტები ტურისტულ მოთხოვნაზე, ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლებზე, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და დანიშნულების ადგილების განვითარების დაფინანსებაზე.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს კონტექსტს და იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც ტურიზმის გადასახადის შესაძლო დანერგვას შეიძლება უკავშირდებოდეს.

 

ლექცია განკუთვნილია სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისა და თემით დაინტერესებული ყველა მსმენელისთვის.

 

დაინტერესების შემთხევვაში გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია ბმულზე.