საჯარო ლექცია თემაზე - „მომავლის 11“

13 December 2019

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სპორტის მარკეტინგის ლექციების ფარგლებში, საჯარო ლექცია თემაზე - „მომავლის 11“ გაიმართება.

 

საჯარო ლექციას მოწვეული სპიკერები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი წარუძღვებიან.

 

ლექციაზე დასწრებისთვის გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე