თიბისის შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში

20 May 2026

20 მაისს, 15:50 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, დაესწარი თიბისის შეხვედრას - მოისმინე რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის პროფესიონალების გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული ცოდნა.

 

შეხვედრა გაიმართება ორ ნაწილად:

 

I ნაწილი (საკონფერენციო დარბაზი): ინტერაქციული თამაში და რჩევები კარიერულ განვითარებაზე;

 

II ნაწილი (აუდიტორია): ვორკშოპები შენთვის საინტერესო მიმართულებით:

 

  • კორპორატიული ბანკინგი;
  • ბიზნესის მიმართულება - პროდუქტული აზროვნება: Agile პრინციპები Fintech-ში;
  • მარკეტინგი - ბრენდის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.

 

შეხვედრაზე დასასწრებად და სასურველ ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდი ბმულზე.

 

შეხვედრაზე დაგხვდებათ ბრენდირებული საჩუქრები ყველასთვის, თამაშის გამარჯვებულები კი გაატარებენ ერთ სამუშაო დღეს თიბისიში.

 

მთავარია გჯეროდეს შენი პირველი ნაბიჯის - მოდი თიბისის შეხვედრაზე.

 

შეხვედრა განკუთვნილია კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და მედიის სკოლის სტუდენტებისთვის.