ტრენინგი CSL-ის სტუდენტებისთვის - ,,ადვოკატის ტექნიკა და უნარ-ჩვევები''

7 June 2026

7 ივნისს, 14:00 საათზე, სტრასბურგის იმიტირებული სასამართლო პროცესის პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, თამარ ავალიანის ინიციატივით, იმართება ტრენინგი ადვოკატის ტექნიკა და უნარ-ჩვევები.

 

მოწვეული სპიკერი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ტარიელ კაკაბაძე.

 

აღნიშნული შეხვედრა განკუთვნილია კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის 1-ლი და მე-2  კურსის სტუდენტებისათვის.

 

შეხვედრა გაიმართება, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, C23- აუდიტორია.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.