,,სიახლეები ტაო-კლარჯეთის საკვლევი ექსპედიციების მასალებიდან’’

20 September 2016

20 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება - სამეცნიერო პოპულარული ლექცია-სემინარი: ,,სიახლეები ტაო-კლარჯეთის  საკვლევი  ექსპედიციების  მასალებიდან’.

ღონისძიების სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები; აკადემიური და სამეცნიერო წრეები; ფართო საზოგადოება.

ღონისძიებაზე დაგეგმილია:

  1. სამეცნიერო-პოპულარული ლექცია თურქეთში მდებარე ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ. კერძოდ, ცნობილი ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა; ახლადაღმოჩენილი ძეგლები; კვლევის პერსპექტივები;
  2. პროექტის თანამონაწილე სპეციალისტების გამოსვლა;
  3. კულტურის ძეგლების ფოტოგამოფენა;
  4. დოკუმენტური ვიდეოკადრების ჩვენება საკვლევი ექსპედიციების მასალებიდან;
  5. საინფორმაციო ბუკლეტის დარიგება მსმენელთათვის.

ღონისძიება ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.