CU რა? სად? როდის? სტუდენტებისთვის 2026

25 February 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით CU-ის სტუდენტებისთვის  გაიმართა CU რა? სად? როდის? 2026.

 

ინტელექტუალური თამაშის წამყვანი იყო ელიტარული კლუბის წევრი და ბროლის ბუს მფლობელი დავით ლომინაძე.

 

  • თამაშის გამარჯვებული გახდა კავკასიის ეკონომიკის სკოლის გუნდი - CSE ჭვირნიშანი;
  • მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის სახელწმიფო მართვის სკოლის (CSG) გუნდმა „ზვიადის გზა უფლის სახელით - მეტი თავისუფლება“;
  • ხოლო მესამე ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდმა CSB C&B.

 

მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები და  „გამომცემლობა ინტელექტი“-სგან წიგნები.

 

პირველ ადგილზე გასული გუნდი დასაჩუქრდა კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრებითა და კომპანია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ნაკრებებით. ასევე, გუნდს გადაეცა CU რა? სად? როდის? გარდამავალი თასი.

 

თამაშის ბოლოს გამოვლინდა „საუკეთესო მოაზროვნე“ - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი ალექსანდრე ცალქალამანიძე, რომელსაც საუკეთესო მოაზროვნის ჯილდო და კომპანია „კოსმო“-სგან სპეციალური საჩუქარი გადაეცა.

 

ინტელექტუალური თამაშის სპონსორები იყვნენ: წიგნების მაღაზია ბიბლუსი, გამომცემლობა ინტელექტი, ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი კოსმო.