კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების შეხვედრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან

14 November 2025

13 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

 

მან ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების და საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტ "პარალეგალების " პრეზენტაციას. "პარალეგალები" არის იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტი, რომელიც გულისხმობს მომავალი იურისტების და არაიურისტი პირების გადამზადებას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში. პარალეგალები სამომავლოდ შეძლებენ პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას მოსახლეობისათვის, ისინი ჩაერთვებიან  საინფორმაციო კამპანიებში.

 

სამსახური აღნიშნულ პროექტს რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. სტუდენტებმა პროექტის მიმართ დიდი ინტერსესი და მასში ჩასართავად მზადყოფნა გამოხატეს.