28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ტურიზმის სკოლის პროფესორის, თემურ ხუციშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „ბეჭდური, საარქივო და ზეპირსიტყვიერი მასალები სოლოლაკის ტურის მოსამზადებლად“.
ლექციის ფარგლებში, განხილული იყო გიდის ტექსტის მომზადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორი უნდა იყოს წერილობით და დოკუმენტურ წყაროებში დაფიქსირებული ფაქტების წილი გიდის თხრობაში, რათა ტურისტებთან კომუნიკაცია აკადემიურ ლექციას არ დაემსგავსოს. ასევე ყურადღება გამახვილდა ზეპირსიტყვიერი გადმოცემების, XIX საუკუნის „ყვითელი პრესის“ მასალებისა და ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე.
მონაწილეებს ასევე წარედგინათ სოლოლაკის ვირტუალური ტური, რომელმაც დამსწრეებს შესაძლებლობა მისცა განსხვავებული პერსპექტივით გაცნობოდნენ თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ უბანს.
ლექციამ სტუდენტებისა და აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია და ტურისტული მარშრუტების კვლევისა და ინტერპრეტაციის საკითხებზე დისკუსია გაიმართა.
