წიგნის პრეზენტაცია: „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“

10 ივნისი 2026

10 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში, გაიმართება ილიას უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი გვალიას წიგნის პრეზენტაცია - „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“.

 

წიგნი მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში (2023-2026)“ - ფარგლებში.

 

ნაშრომის მთავარი მიზანია ევროკავშირის, როგორც გლობალური აქტორის, როლის, შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაანალიზება. კერძოდ, წიგნი პასუხობს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: როგორი ტიპის საერთაშორისო აქტორია ევროკავშირი? რა ინსტრუმენტებით ახორციელებს იგი საგარეო გავლენას? რამდენად ავტონომიურია მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა? რით აიხსნება მისი ეფექტიანობა გარკვეულ სფეროებში და რა განაპირობებს მის შეზღუდვებს სხვა მიმართულებებით? როგორ აისახება აღნიშნული დინამიკა კონკრეტულ რეგიონულ კონტექსტებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში?

 

წიგნის ავტორი, გიორგი გვალია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი. მისი აკადემიური ინტერესების სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ევროპული ინტეგრაცია, მცირე სახელმწიფოების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება.

 

წიგნის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.