26 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ამონაშვილის აკადემიასთან პარტნიორობით, ჩატარდება ონლაინ ლექციების კურსი: „ჰუმანური პედაგოგიკის შესავალი“.
ონლაინ შეხვედრები პედაგოგიკის პროგრამის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, დასწრება შეუძლიათ მოქმედ პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
ონლაინ ლექციებს გაუძღვებიან: შალვა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და პაატა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.
ლექციები ჩატარდება 2 თემატური ჯგუფის სახით:
- «ამონაშვილის გაკვეთილები»
26 იანვარი - ლექცია 1. რა არის ჰუმანური პედაგოგიკა?
27 იანვარი - ლექცია 2. რა არის თანხმობის ფსიქოლოგია?
2 თებერვალი - ლექცია 3. ბავშვი ოჯახში და ბავშვი სკოლაში
3 თებერვალი - ლექცია 4. დისტანციური, ანუ ონლაინ სწავლება
- ჰუმანური პედაგოგიკის პრაქტიკა
8 თებერვალი - ლექცია 5. ბავშვები თანამედროვე სამყაროში - პედაგოგიკის გამოწვევები.
9 თებერვალი - ლექცია 6. ჰუმანური პედაგოგიკის მასწავლებელი.
სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ჰუმანური პედაგოგიკის მეოთხე განზომილება;
- ჰუმანური პედაგოგიკის სემანტიკა;
- თანხმობის ფსიქოლოგია – ჰუმანური პედაგოგიკის საფუძველი (განვითარება; დიდობისა და
თავისუფლების მოთხოვნილება); - სულიერი ერთობის კანონი ჰუმანურ პედაგოგიურ პროცესში;
- ჰუმანური პედაგოგიკის საგანმანათლებლო მეთოდები.
ლექციები ჩატარდება 19:00-დან 21:00 საათამდე, ზუმის პლატფორმაზე, მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმის საშუალება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.