19 დეკემბერს, 16:00-ზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - ,,დაზვერვა სახელმწიფოს მიღმა. კორპორაციული დაზვერვის მნიშვნელობა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი”.
საჯარო ლექციას გაუძღვება ნიკ ფულიკი, ბრიტანული კომპანია Securitas-ის გლობალური დაზვერვის გუნდის ხელმძღვანელი. ის ისაუბრებს, თუ როგორ მუშაობს კორპორაციული დაზვერვა გლობალურ გარემოში, როგორ ხდება სხვადასხვა საფრთხის შეფასება და რა როლი აქვს სხვადასხვა სადაზვერვო პროდუქტს.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება კორპორაციული დაზვერვის ძირითადი მეთოდები და პრაქტიკა, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შეფასება, საფრთხეების ადრეული ინდიკატორების გამოვლენა და სადაზვერვო პროდუქტების მომზადება.
განსახილველი თემები:
- კორპორაციული დაზვერვის საფუძვლები;
- დაზვერვის როლი საერთაშორისო კომპანიებში;
- სადაზვერვო პროდუქტების მომზადება და ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღება;
- გეოპოლიტიკური რისკების მონიტორინგი;
- კრიზისების მართვა;
- სადაზვერვო მხარდაჭერა კორპორაციული საქმიანობისთვის.
საჯარო ლექცია სტუდენტებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიაზრონ, რომ დაზვერვა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას არ გულისხმობს. კორპორაციული დაზვერვა მოიცავს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას, გადამოწმებას, დამუშავებასა და ანალიზს, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციები აფასებენ არსებულ და პოტენციურ საფრთხეებს, პროგნოზირებენ შესაძლო მოვლენებს და იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს. თანამედროვე ბიზნესგარემოში სადაზვერვო ანალიზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების, ინტერესებისა და სტრატეგიული მიზნების დაცვაში.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვით ბმულს.
