სიახლეები

27
მარ
ესპანეთის საელჩოსა და სერვანტესის ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ესპანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ხავიერ ბელმონტი და სერვანტესის ინსტიტუტის სასწავლო დარგის ახალი ხელმძღვანელი, მანუელ ფერნანდეზ-კონდე როდრიგეზი ესტუმრნენ.

26
მარ
კავკასიის უნივერსიტეტის და Huawei-ის თანამშრომლობის შესაძლებლობები

25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა Huawei Georgia-ს წარმომადგენლებს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციისა და „სმარტ“ განათლების გადაწყვეტილებების მიმართულებით.

24
მარ
კავკასიის უნივერსიტეტმა სამუშაო ვიზიტით სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა

23–24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრისა და არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი რუბენ ტოპჩიანი.

13
მარ
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბუქარესტში დიმიტრი კანტემირის საპატიო მედლით დაჯილდოვდა

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა  ოფიციალური ვიზიტით  დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტში (ბუქარესტი, რუმინეთი) იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი უნიერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

06
მარ
ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ კლერმონტის ბიზნესის სკოლის გლობალურ კვირეულში მიიღო მონაწილეობა

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა, კლერმონტის ბიზნესის სკოლის მიწვევით აკადემიურ გლობალურ კვირეულში მონაწილეობდა.

18
თებ
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტებთან

16 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებენ.

16
თებ
კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრები დაიწყო

13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.

25
დეკ
საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის

24-25 დეკემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრები გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.

22
დეკ
პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ტოკათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის, თურქეთი, წარმომადგენელს ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში უმასპინძლა. 

22
დეკ
კავკასიის უნივერსიტეტი TH Wildau-ში სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს

15–18 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ გერმანიაში სამუშაო ვიზიტი განახორციელა ტექნიკური გამოყენებითი მეცნიერებების ვილდაუს უნივერსიტეტთან (TH Wildau) მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში.