25 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა დისკუსია თემაზე -,,ჯანმრთელობის დაცვა, უფლება თუ პასუხისმგებლობა“.
სიახლეები
ივნ
შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან კვლევის წამახალისებელი მექანიზმების გაცნობის მიზნით
25 ივნისს, გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის მასშტაბით არსებული კვლევითი საქმიანობის წამახალისებელი და ხელშემწყობი მექანიზმების გაცნობის მიზნით. შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი, სოფო კობახიძე.
ივნ
კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“
24 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად გაიმართა კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“, რომელშიც მონაწილეობას 10-12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ.
ივნ
საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში პოლიტიკოსთა არალიბერალური დისკურსების შესახებ
21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია - საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში პოლიტიკოსთა არალიბერალური დისკურსების შესახებ.
ივნ
ფოლკლორული ანსამბლის სოლო კონცერტი წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში
წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა, ხათუნა ყაზიშვილის ხელმძღვანელობით, სოლო კონცერტი გამართა. ანსამბლმა შეასრულა კლასიკური ნაწარმოებები, ხალხური და ქალაქური ჟანრის სიმღერები.
ივნ
ვორკშოპი გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტებისთვის
გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტებისთვის კალიგრაფიის ასოციაციაში ვორკშოპი გაიმართა.
ივნ
მენდელის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
24 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს მენდელის უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ივნ
ტრენინგი - უნივერსიტეტის მესამე მისია: გამოწვევები და პერსპექტივები
19-21 ივნისს, პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები თემაზე: უნივერსიტეტის მესამე მისია: გამოწვევები და პერსპექტივები. შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ირმა გრძელიძე.
ივნ
პრაქტიკული სემინარი თემაზე - რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები
მმართველობითმა საკონსულტაციო კომპანიამ, "სინერჯი ჯგუფმა", კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სემინარი ჩაატარა თემაზე - რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები.
ივნ
ვორკშოპი თემაზე - როგორ გამოვაქვეყნოთ ნაშრომი მაღალი "იმპაქტ-ფაქტორის" მქონე ჟურნალებში?
2024 წლის 19 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრმა ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „როგორ გამოვაქვეყნოთ ნაშრომი მაღალი "იმპაქტ-ფაქტორის" მქონე ჟურნალებში?"
ივნ
მწუხარების წერილი - ინან გალალი
კავკასიის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CU-ის საპატიო დოქტორის, IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, Helnan Hotels-ის ქსელის დამფუძნებლის, გამოჩენილი საზოგადო და საგანმანათლებლო ფიგურის, წარმატებული ბიზნესმენის, ინან გალალის გარდაცვალების გამო.
ივნ
ზიგმუნდ ფროიდის წიგნის - „სიზმრის ინტერპრეტაციის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
20 ივნისს, გამომცემლობა „დიოგენესთან“ თანამშრომლობით, გაიმართა ზიგმუნდ ფროიდის წიგნის - „სიზმრის ინტერპრეტაციის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
ივნ
პარტნიორი უნივერსიტეტის წამომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
17-21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის, თურქეთი (Middle East Technical University, Turkey) წარმომადგენელს Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი NIBES-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე
კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ირენა მელუამ, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც რობერტ გორდონის უნივერსიტეტის, აბერდინის ბიზნესის სკოლამ უმასპინძლა შოტლანდიაში.
ივნ
საჯარო ლექცია თემაზე: „უმბერტო ეკო და მხატვრული თარგმანი“
კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „უმბერტო ეკო და მხატვრული თარგმანი“.
ივნ
პროექტი „გურჯაანის აკადემია - რეგიონული გასტრონომიული ჰაბი”- დაიწყო
პროექტი „გურჯაანის აკადემია - რეგიონული გასტრონომიული ჰაბი”- გურჯაანის გასტრონომიული აკადემიის და USAID-ის პროექტის ფარგლებში, 16-29 ივნისს კონდიტერის, მცხობელის და F&B მართვის მიმართულებით 9 ტრენერი, 2 კვირიან Training of Trainer-ის ტრენინგ კურსს გაივლის ბასკეთის კულინარიის ცენტრში, ესპანეთში.
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი თბილისში
14-18 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ჩაატარა რიგით მესამე ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, “ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“.
ივნ
ალაბამას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ალაბამას უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ალაბამას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების პროფესორები: ლიზა პაულოსკი, ტრისია მაკელროი და ედიშერ სავიცკი.
ივნ
პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში.
13-17 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, პოლონეთი (Sopot University of Applied Sciences, Poland) წარმომადგენლებს Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.
ივნ
ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა
10, 11 და 12 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა.
