ბიოგრაფია

მარიამ ტარასაშვილი კავკასიის უნივეტრსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში ასწავლის 2021 წლიდან.  მარიამ ტარასაშვილმა 2025 წელს მიიღო დოქტორის ხარისხის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე ფლობს მაგისტრის ხარიხს ტალინის უნივერსტეტიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და სოციალურ მეცნიერებათ ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

 

2015 წლიდან მარიამ ტარასაშვილი მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი საქმიანობა  ამ ეტაპზე უკავშირდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს, თუმცა სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროინტეგრაციის მიმართულებით. 2016-2019 მარიამ ტარასაშვილი მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში. 2013-2015 წლებში კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხელმძღვანელობდა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს.

 

მარიამ ტარასაშვილი ასევე იყო National Endowment for Democracy-ის Penn Kemble-ის პროგრამის მონაწილე ვაშინგტონში 2014-2015 წლებში და თანამშრომლობდა აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიასთან (USCIRF) კონსულტანტის სტატუსით.

 

მარიამი არის ჩართული აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში. მისი ინტერესების სფერო მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოპოლიტიკას, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი ბოლო სტატია გამოქვეყნდა ტალინის უნივერსიტეტის ჟურნალში 2024 წელს, East-West Studies სათაურით - “New Era of Uncertainties: How U.S. Foreign Aid Works in Times of War”.