რატი თვალავაძე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასისტენტ-პროფესორია და 2019 წლიდან ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტში.
რატი თვალავაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2018-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით; ხოლო 2019 წლიდან 2024 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და მაგისტრის ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. ამჟამად იგი არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში.
