5 აპრილს 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია თემაზე ITB Berlin და საქართველო, როგორც გლობალური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა; ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და ტურისტული გამოფენების როლი.
მოწვეული სპიკერები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლეს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საორგანიზაციო საკითხებში, კერძოდ:
ანა კეკელია - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის სამმართველოს უფროსი;
თეონა ნანავა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი;
ნატა კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;
დისკუსიის მოდერატორი: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ბრეგაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნება ITB BERLIN - ის გამოფენა, სადაც საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგია, მათი ხედვები ტურიზმთან დაკავშირებით; მარკეტინგულ აქტივობები, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოწვეულ სტუმრებს კითხვები დაუსვან მათთვის საინტერესო თემებზე.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.