აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ეკა ხოფერიას შეხვედრა სტუდენტებთან

21 მარტი 2023

21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, CU-ის სტუდენტებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა სამინისტროში არსებული დაფინანსების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სტიპენდიებზე, კერძოდ ყურადღება გაამახვილა ისეთ ქვეპროგრამებზე როგორიცაა:

 

  • წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა;
  • აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია;
  • დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები;
  • თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბისკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები;
  • მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა.

 

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების პროგრამებით დაინტერესება და სტიპენდიების შესახებ მათი ინფორმირება. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე.