სამხრეთ კორეის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 მაისი 2026

14 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია სამხრეთ კორეის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰიონ დუ კიმი.

 

ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ირენა მელუამ.

 

ელჩმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა სამხრეთ კორეის ისტორიის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, ისაუბრა ქვეყნის განვითარების გზასა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

 

მან ასევე მიმოიხილა საქართველო-სამხრეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხს.

 

ელჩის ვიზიტმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ჰიონ დუ კიმმა მათ შეკითხვებს უპასუხა.