4 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისიის წინაშე 11 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
- საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გამოწვევები და ეკონომიკური პერსპექტივები;
- სადაზღვევო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში: საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები;
- AI-ით განხორციელებული ავტომატიზაციის გავლენა შრომით ბაზარზე;
- ტურიზმის ეკონომიკური გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე;
- ქალის როლი შრომით ბაზარზე: ტენდენციები და გამოწვევები;
- უმუშევრობა ახალგაზრდებში და უნარ-ჩვევების შეუსაბამებლობა - ემპირიული ანალიზი;
- ფორმულა 1-ის შესაძლო ეკონომიკური სარგებელი და გამოწვევები საქართველოში;
- ბაზრის სტრუქტურის გავლენა ფირმის მოგების მაქსიმიზაციის მეთოდებზე: საერთაშორისო და ქართული პრაქტიკის შედარება;
- The psychology of inflation expectations: How expectations shape consumer behavior; Digital Banking Transformation: Risks, and challenges in Georgia;
- The Role of Artificial Intelligence in Supporting a Circular Economy in Georgia: Implications on the Labor Markets.
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი - აზერ დილანჩიევი და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი - მინდია კაჭარავა.
