რისებას უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი CU-ში

5 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით რიგის (ლატვია) რისებას უნივერსიტეტის რექტორი, ირინა სენიკოვა, ეწვია. მას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის გაფართოებასა და სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას.