23-27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსი ჩატარდა ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კვირეული, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო აკადემიური ინიციატივის პირველ ღონისძიებას.
აღნიშნული ღინისძიების ორგანიზატორი იყო RIBA Europe Chepter, ღონისძიება მიზნად ისახავდა არქიტექტურული საზოგადოების ფარგლებში ცოდნის გაზიარებას, სწავლებას და თანამშრომლობას. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) მიერ ვალიდირებული ევროპული უნივერსიტეტები (პარიზი, თბილისი, კრაკოვი და მადრიდი).
RIBA-ის კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანმა და RIBA-ის წარმომადგენელმა, მარიამ მენაბდემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად - ვეი იაპ ოოი (Wei Yap Ooi), არქიტექტორი; ელენე მაჩაიძე, ურბანისტი და SUDA-ს წარმომადგენელი; ვახტანგ მაკასარაშვილი, არქიტექტორი და მაკასარაშვილის არქიტექტურული კომპანიის დამფუძნებელი - წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ღონისძიება მოიცავდა ონლაინ სესიებს, ასევე კონკურსსა და პრეზენტაციებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზებაში კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან იყო ჩართული არქიტექტურის პროგრამის სტუდენტი სალომე ლობჟანიძე.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) უპირობო აკრედიტაცია (ვალიდაცია) აქვს მინიჭებული.
