დისკუსია - ITB Berlin და საქართველო, როგორც გლობალური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა

5 აპრილი 2023

5 აპრილს 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია თემაზე ITB Berlin და საქართველო, როგორც გლობალური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა; ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და  ტურისტული გამოფენების როლი.

 

მოწვეული სპიკერები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლეს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საორგანიზაციო საკითხებში, კერძოდ:

 

ანა კეკელია - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის სამმართველოს უფროსი;

თეონა ნანავა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი;

ნატა კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;

დისკუსიის მოდერატორი: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ბრეგაძე.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება ITB BERLIN - ის გამოფენა, სადაც საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგია, მათი ხედვები ტურიზმთან დაკავშირებით; მარკეტინგულ აქტივობები, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოწვეულ სტუმრებს კითხვები დაუსვან მათთვის საინტერესო თემებზე.

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.