საჯარო ლექცია თემაზე - მშობლების დამოკიდებულება ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ (PACV)

18 December 2025

18 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე -  მშობლების დამოკიდებულება ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ (PACV).

 

შეხვედრას წარუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული-ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

 

თემა წარადგენს საერთაშორისო კვლევით პროექტს, რომელიც შეისწავლის მშობლების ვაქცინებისადმი დამოკიდებულებას საქართველოში და ინდოეთში, PACV კითხვარის გამოყენებით. უკვე 3,500-ზე მეტი მონაწილეა გამოკითხული.  პროექტი სწავლობს, თუ როგორ ახდენს დემოგრაფია, კულტურა, განათლება, რელიგიურობა, მეცნიერებისადმი ნდობა და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას ვაქცინების აღქმაზე ორ ერთმანეთისგან მნიშვნელოვანად განსხვავებულ ქვეყანაში.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.