იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რაჭა-ლეჩხუმში!
გაქვს სტარტაპ იდეა, მაგრამ არ იცი როგორ გადააქციო რეალურ პროდუქტად?
გინდა ისწავლო როგორ შექმნა MVP, მოახდინო იდეის ვალიდაცია და მოემზადო GITA-ს საგრანტო პროგრამებისთვის?
პროგრამა წარმოადგენს 4-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ:
- იდეის ვალიდაციაზე;
- Lean Canvas-ზე;
- Customer Discovery პროცესზე;
- MVP და პროტოტიპის შექმნაზე;
- AI და No-Code ინსტრუმენტების გამოყენებაზე;
- Pitch Deck-ის მომზადებასა და პრეზენტაციის უნარებზე.
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და უკუკავშირს საკუთარი იდეის განვითარებისთვის.
პროგრამა განკუთვნილია რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისთვის და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.
GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გარდაქმნათ თქვენი ინოვაციური იდეა წარმატებულ, მასშტაბურ ბიზნესად.
- პროგრამის ვადები: ივნისი - ივლისი, 2026
- მონაწილეობის მიღება უფასოა.
რეგისტრაციის ბმული.
