სიახლეები

19
ნოე
შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

კავკასიის უნივერსიტეტში თანასწორობის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დარიუს ვიტკაუსკასთან.

18
ნოე
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და მომავალში დაგეგმილი ინიციატივების გაცნობა.

 

17
ნოე
WISEC Academy-ის ყოველწლიური მრგვალი მაგიდა

23 ოქტომბერსს, WISEC Academy-ის მონაწილეები, სტუდენტები, ბიზნესის წარმომადგენლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.

14
ნოე
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების შეხვედრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან

13 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

12
ნოე
თანასწორობის კლუბის შეხვედრა

12 ნოებერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თანასწორობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პარასპორტსმენ გიორგი ხიზანიშვილთან თემაზე - „შიშს მიღმა: ჩემი გზა, ჩემი ძალა“.

12
ნოე
პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ მონაწილე სტარტაპები

გაიცანით კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ის 10  მონაწილე სტარტაპ გუნდი და მათი ინოვაციური იდეები!  

12
ნოე
არაფორმალური შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

12 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად CU-ის პრეზიდენტის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

11
ნოე
არაფორმალური შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად CU-ის პრეზიდენტის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებთან.

11
ნოე
კულინარიული მასტერკლასი CU-ის საერთშორისო სტუდენტებისთვის

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის, CU-ის “Canteenarea”-ში, კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა ქართული ტრადიციული კერძი მოამზადეს. მასტერკლასში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა.

10
ნოე
ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტმა, ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან, გერმანია (HTWK Leipzig University of Applied Sciences, Germany) კოლეგებს, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინდუსტრიული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს ეკონომიკისა და რაოდენობრივი მეთოდების დარგში, ბოდო შტურმს, უცხოელი სტუდენტების კოორდიანტორს შუ სიაოს და სტუდენტური სამსახურისა და სამდივნოს თანამშრომელს დანიელა პაუშს უმასპინძლა.

10
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის მე-10 წლიური საერთაშორისო კონფერენცია

7-8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა მე-10 წლიური საერთაშორისო კონფერენცია "ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები: ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის".

07
ნოე
CSL- ის აფილირებული პროფესორის ლევან დარბაიძის კრებული კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებლის, აფილირებული პროფესორის, მოსამართლე ლევან დარბაიძის რედაქტორობით შექმნილი ნაშრომების კრებული - "Best Practices in Child-Friendly Justice System and Child Rights: Perspectives from Europe and USA" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც აერთიანებს კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის 2023 წლის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელთა სტატიებს.

06
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტსა და ჰამბურგის უნივერსიტეტს შორის, გერმანია, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

ხელშეკრულება გაფორმდა უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლებს შორის და ითვალისწინებს სტუდენტთა სემესტრულ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს საშუალებას მისცემს აკადემიური სემესტრი გაატარონ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში.

04
ნოე
სტუდფესტი 2025

„სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში, კულტურის კომპონენტში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის  ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

04
ნოე
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის უნივერსიტეტთან და ახალგაზრდული ინიციატივა „მე-16 ელემენტთან“ პარტნიორობით, გამართა გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება - ღია დებატები თემაზე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325) 25 წლის იუბილეს.

03
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ტური პარიზში

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით პარიზში იმყოფებოდნენ. ტურის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ევროპული კულტურის, ისტორიისა და განათლების გარემოს ახლოს გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების მიღება.

03
ნოე
CSG-ის ასოცირებული პროფესორის გრიგოლ ჯულუხიძის ვიზიტი ჰარვარდის უნივერსიტეტში

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, გრიგოლ ჯულუხიძემ, მიწვეული სპიკერის სტატუსით ლექცია წაიკითხა ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის დევისის ცენტრსა და ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში.

03
ნოე
Grenoble-ისა და CSB-ის ერთობლივ MBA პროგრამაზე მე-18 მიღებისთვის სწავლა დაიწყო

1-ელ ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-18 მიღებისთვის სწავლა დაიწყო.

31
ოქტ
საინფორმაციო შეხვედრები გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) მიმდინარე კონკურსების შესახებ

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, 20-30 ოქტომბრის პერიოდში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

29
ოქტ
IAUP -ის ლიდერობის განვითარების სემინარი ახალი პრეზიდენტებისა და მომავალი ლიდერებისთვის

2025 წლის 24- 27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე ლიდერობის სემინარს, რომელიც შეიქმნა ახალი პრეზიდენტებისა და მომავალი ლიდერებისთვის.