ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს.
ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს.
28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი - ტორანგ პაკპაჰანი ეწვია.
28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი სტუდენტებს შეხვდა.
27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მართლწერის ვიქტორინა - „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით“ - გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის სტუდენტები იღებდნენ.
სასტუმრო „Ibis Budget Tbilisi Center“-მა, რომლის გენერალური მენეჯერიც გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ლექტორი, ლიკა ჩიხლაძე, წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტური სასტუმროს ტიტული მოიპოვა.
27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: დემოკრატიული მმართველობა.
2023 წლის, გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის დაიწყო ახალი სასწავლო კურსი „მედიაწიგნიერება და მოქალაქეობა“.
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (7 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი), თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე.
25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტექნოლოგების სკოლის, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით რიგით მეოთხე კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“ გაიმართა.
24 მარტს, CU-ში, კავკასიის უნივერსიტეტმა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ, პროექტის "მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა" ფარგლებში, დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის მასტერკლასი: „კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში” - ჩაატარა.
გამოვიდა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-5 ნომერი.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის “Canteenarea”-ში, 24 მარტს, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართული კერძების მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის შეფ-მზარეული ანა გელაშვილი და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ირაკლი კამკამიძე უძღვებოდნენ.
24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, ეკონომისტის გიორგი ბაქრაძისა და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის - ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართა.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო კურსის - "ERP სისტემები" - ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს SAP ბიზნეს თამაშში: “Introduction to S4HANA”, რომელიც ჩატარდა მაგდებურგის SAP უნივერსიტეტის კომპეტენციის ცენტრის ბაზაზე.
კავკასიის უნივერსიტეტი, ფინანსების მართვის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა, ლუქსემბურგი(Luxembourg School of Business, Luxembourg) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. (3-16 ივლისი)
აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო კურსებში მონაწილეობის მისაღებად.
23 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეებს უმასპინძლა. CU-ის სასამართლო დარბაზში, სკოლის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა სისხლის სამართალში.
22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის - National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს ევროინტეგრაცია.
22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მარცხის ისტორიები #30 გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროს მიერ, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის, Impact Hub Tbilisi-ისა და Grant Thornton Georgia-ის მხარდაჭერით.