10 მარტს, ლოგიკური თამაშების საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები და სამახსოვრო სერტიფიკატები.
10 მარტს, ლოგიკური თამაშების საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები და სამახსოვრო სერტიფიკატები.
28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა Winnet Sverige-ის წარმომადგენლებთან. ქართველ კოლეგებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ Winnet შვედეთის პრეზიდენტი - ბრიტ-მერი ტორსტენსტონი და Winnet სომხეთის პრეზიდენტი - რუზანა ტოროზიანი.
25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ლოგიკური თამაშების ლიგა, რომელზეც სულ დარეგისტრირდა 116 გუნდი
ირანს 4 დღიანი ვიზიტით კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის მასპინძელი ედალატის უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი SITI 1 იყო, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტთან დიდი გეგმები აქვს ტურიზმის სკოლის მიმართულებით. შეხვედრების ოფიციალური ნაწილი იმართებოდა კვლევით ინსტიტუტში. აუდიენციის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივ პროექტზე მუშაობა იყო. ოფიციალური შეხვდრების დროს ედალატის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და კვლევითი ინსტიტუტის SITI 1-ის დირექტორი მალექზადე მუდმივად აღნიშნავდა, რომ კავკასიის უნივერისტეტსა და ედალატის უნივერსიტეტის შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის მზადაა.
16-17 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია", განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტიც იღებდა მონაწილეობას.
16 თებერვალს, CSB-ისა და BDO-ს ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
16 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია თანამედროვე ავტორი ნინო თარხნიშვილი და წაიკითხა მინიატურები "ნინო's NOTES."
10 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის, Universidad Autónoma de Guadalajara-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
2-4 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" არჩეული პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მიიღო IAUP-ის ნახევარწლიურ კონფერენციაში, რომელსაც University of San Diego, San Diego State University, CETYS Universidad უმასპინძლეს.
28-29 იანვარს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორ “C10”-ის ორგანიზებით გაიმართა ჰაკათონი სახელწოდებით “Smart City - ვიცხოვროთ უკეთეს ქალაქში”. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო სტარტაპ აქსელერატორების მენეჯმენტ კომპანია “ბლენდერი”.
პარიზში, ედუნივერსალის მეშვიდე მსოფლიო კონვენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა საქართველოში მოქმედ ბიზნეს სკოლებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ეს ტიტული უკვე მეექვსედ კავკასიის ბიზნესის სკოლამ იმ გამოკითხვის შედეგებით მიიღო, რომლებშიც 154 ქვეყნის მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების 1000 სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.
24-25 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ აქსელერატორის C10-ის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი ჯანქთონი გაიმართა.
კონკურსანტებს დახვდათ მეორადი, გამოუსადეგარი და დაძველებული ელექტრო ტექნიკა, რომლისგანაც მათ 2 დღის განმავლობაში უნდა შეექმნათ რაიმე ახალი და საინტერესო.
JTI (Japan Tobacco International) -იმ კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარა კონკურსი სემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად.
13 დეკემბერს, გამომცემლობა "პალიტრა L" -მა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გამართა ბიზნეს ლიტერატურის ახალი სერიის "ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია.
10 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის - წყალდიდობამდე (Before the Flood, 2016) ჩვენება.
30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ უმასპინძლა იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობას, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, JICA-ს ტენდერში გამარჯვებული ტურისტული კომპანიაა. მისი მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ტურიზმის განვითარების საკითხების შესწავლა.
30 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის მედიის სკოლასა და ტელეკომპანია "იმედს" შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტვ "იმედის" სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში მედიის სკოლის სტუდენტების მონაწილეობას.
29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება აღნიშნული ორგანიზაციისა და იმ პროექტების შესახებ, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ სამართლის სკოლის სტუდენტებს.
18 ნოემბერს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. CU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბიძინა ერაძე. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავეს თორნიკე გელოვანმა და ილია ლაზიშვილი.