ნატოს სამიტი ნიდერლანდებში ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტში გაიმართა.
ნატოს სამიტი ნიდერლანდებში ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტში გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - ერთობლივი საზაფხულო სკოლა, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ სრულად დაფინანსდება.
16-20 ივნისის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტებმა - ანა მანჯგალაძემ, ელენე უშვერიძემ, ეკატერინე ჩაჩუამ და ლანა გუგეშაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს თბილისის სხვადასხვა სკოლებში, მათ შორის, აფხაზეთის N2-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგები წარუდგინეს.
21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის ინტენსიური პროგრამის - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“ - დასკვნითი ღონისძიება.
კავკასიის უნივერსიტეტი Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგშია.
კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გრძელდება ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ინტენსიური პროგრამა - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა თემაზე: “საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი შედეგები”.
19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ბიუჯეტურად?“ ლექციას გაუძღვა ტურიზმის სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი და მოწვეული ლექტორი თორნიკე ფურცელაძე.
19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში ოფიციალურად გაიხსნა ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის პროგრამა – „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“.
კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა – CUnicorn-ის მეხუთე ნაკადი დასასრულს მიუახლოვდა!
კავკასიის უნივერსიტეტის ახალ საბაკალავრო პროგრამებს: ციფრული კომუნიკაცია და მედია-არტი, გრაფიკული დიზაინი (ინგლისურენოვანი), ხელოვნებათმცოდნეობა - უპირობო აკრედიტაცია მიენიჭათ სტანდარტის სრული შესაბამისობით.
14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია კახეთის რეგიონში, სასწავლო კურსების – ეკოტურიზმი, აგროტურიზმი და ტურიზმის დაგეგმვა და ადგილის მენეჯმენტი – ფარგლებში.
ივნისის პირველ კვირას, გენუის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (Università degli Studi di Genova – UniGe) ENRICHER Hubs-ის პროექტის მენეჯმენტის ორდღიან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა.
აკადემიური კონკურსის შედეგები CSB.
11-13 ივნისს, იოჰანესბურგის უნივერსიტეტმა (UJ) უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ნახევარწლიურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც უმაღლესი განათლების გლობალურმა ლიდერებმა განიხილეს უნივერსიტეტების სამომავლო როლი და მნიშვნელობა.
16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ზურაბ ლუკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„ Impact of work motivation on job satisfaction among staff of private and public higher education institutions in Georgia „ დაცვა გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, CU ში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „სტარტაპის წარმატების საფუძვლები: სამართლებრივი და კომუნიკაციური სტრატეგიები“, რომელსაც უძღვებოდა ბიზნეს სამართლის ექსპერტი, 4S-ის დამფუძნებელ პარტნიორი - სალომე ჯოჯუა.
9 -13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, პორტუგალია (Polytechnic University of Castelo Branco, Portugal) პროფესორს, ჟოზე ვიეირას, Erasmus + აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.
2025 წლის 12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჟან მონეს სამეცნიერო კონფერენცია „იკვლიე ევროკავშირი საქართველოსთვის“. კონფერენცია განხორციელდა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“.