სიახლეები

27
ნოე
ვებინარი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, გეგმავს ორდღიან ვებინარს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ.

27
ნოე
პედაგოგთა ტექნოლოგიების კონფერენცია

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, როკო აკადემიისა და კავკასიის განათლების სკოლის მხარდაჭერით, ჩატარდა პედაგოგთა ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებას, ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას სწავლების პროცესში.

 

25
ნოე
სამართლის სკოლის დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამართლის სკოლის დოქტორანტის, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

25
ნოე
ეკა აკობიას მონაწილეობა ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტისა და DYCLAM+ Erasmus Mundus პროექტის საერთაშორისო კონფერენციაში

24 ნოემბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფ. ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტისა და DYCLAM+ Erasmus Mundus პროექტის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კულტურული პატრიმონიის ნარატივების მიმოხილვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე“.

24
ნოე
საჯარო შეხვედრა თემაზე - როგორ ვიაზროვნოთ ინოვაციურად ტექნოლოგიების ეპოქაში

კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: როგორ ვიაზროვნოთ ინოვაციურად ტექნოლოგიების ეპოქაში. შეხვედრას უძღვებოდა მახო ქიტუაშვილი - გადაზიდვების ციფრული პლატფორმა “OMOFOX”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი და „შარქ თენქ საქართველო“- ს გამარჯვებული.

22
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას, პროექტმა „დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოების დაფინანსება: მსოფლიო გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოსთვის“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვა.

22
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი „პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა დროულ მკურნალობასა და ჰოსპიტალიზაციაში საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის“  გამარჯვებულია.

22
ნოე
კომპანია BDO-ს ვორკშოპი სტუდენტებისთვის

20-21 ნოემბერს, აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის ვორკშოპი ჩაატარა.

21
ნოე
პირველი საერთაშორისო კონფერენცია -„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“

20 ნოემბერს - ბავშვთა მსოფლიო დღეს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ პირველი საერთაშორისო კონფერენცია -„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“ გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც ბავშვებიც იღებდნენ.

21
ნოე
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - “საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება”

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამართეს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება”.

21
ნოე
ტურიზმის სკოლის ლექტორის აღიარება

14-16 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმა ატაში (ალმათში), მასპინძლობის მსოფლიო გიგანტის, ფრანგული კომპანია „ACCOR“-ის რეგიონული სამიტი გაიმართა, სადაც ისეთი ქვეყნების გვერდიგვერდ, როგორიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, პოლონეთი - საქართველოც იყო წარმოდგენილი.

21
ნოე
კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და შრომის ბაზრის გამოწვევები“

17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ადამიანური რესურსების პროფესიონალთა გილდიისა (HRPG) და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და შრომის ბაზრის გამოწვევები“.

21
ნოე
სტარტაპი Tour Tour

გაიცანით ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ის მონაწილე სტარტაპი TourTour.

20
ნოე
CSB-ის კვლევითი ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო გრანტი

კავკასიის ბიზნესის სკოლის აფილირებულმა ასისტენტ პროფესორმა, თამარ კარბაიამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

20
ნოე
კრეატიული აზროვნება - როგორ დავიწყოთ ჩარჩოს მიღმა ფიქრი და დავაგენერიროთ ახალი იდეები?

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - ,,კრეატიული აზროვნება - როგორ დავიწყოთ ჩარჩოს მიღმა ფიქრი და დავაგენერიროთ ახალი იდეები? ''

18
ნოე
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

17
ნოე
სტარტაპი ,,Soplidan.ge'' - ის ისტორია

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ტექნოლოგიური სტარტაპი Soplidan.ge-ის დამფუძნებელთან და დირექტორთან - ნათია ნინიკელაშვილთან, რომელმაც დამსწრეებს პლატფორმის შექმნის და საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა, ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და სტარტაპის სამომავლო გეგმებზე.

17
ნოე
პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13-17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებს: პაულინა რუტეკას კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, პოლონეთი და პედრო ტორესს კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტიდან, პორტუგალია უმასპინძლა.

16
ნოე
ვივიან ვოქერის შეხვედრა მედიის სკოლის სტუდენტებთან

15 ნოემბერს, მედიის სკოლის ორგანიზებით და  მოწვეული ლექტორის მარიამ გამდლიშვილის ინიციატივით  სალექციო კურსის ,,საინფორმაციო ოპერაციები და სტრატეგიული კომუნიკაციების" ფარგლებში, Guest speaker-ის სტატუსით  ამერიკელი დიპლომატი, Georgetown University-ის და National War College-ის პროფესორი, სტრატეგიული კომუნიკაციების და სახალხო დიპლომატიის ექსპერტი და მკვლევარი ვივიან ვოქერი  კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.   

16
ნოე
საჯარო ლექცია თემაზე-,,გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას - ქართული და ამერიკული გამოცდილება’’

15 ნოემბერს, CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტისს და ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ ორგანიზებული ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე -,,გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას - ,,ქართული და ამერიკული გამოცდილება’’ გაიმართა.