სიახლეები

27
მარ
Re-Direction-ის პროექტის კონსორციუმის შეხვედრა კარლსრუეს საერთაშორისო უნივერსიტეტში

20-21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ირენა მელუა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, აკაკი კაპანაძე, მონაწილეობდნენ Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ Re-Direction-ის „Redefining Higher Education in a Digital Context, while Promoting a Common, Inclusive and Sustainable Framework based on EU Best Practices and Policy Recommendations“ პარტნიორთა შეხვედრაში.

27
მარ
საერთაშორისო კონფერენცია - NARDIV 2025

გაცნობებთ, რომ პროექტ Horizon Europe NARDIV ფარგლებში, 2025 წლის 27-29 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის არსებული პოლიტიკური გამოწვევების შესახებ ქალაქ ბუქარესტში, რუმინეთი.

 

27
მარ
პირველი სასერტიფიკატო კურსი კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ

28 თებერვალს, დაიწყო და 18 მარტს დასრულდა პირველი ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

27
მარ
ისრაელის სახელმწიფოს ელჩის ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ისრაელის სახელმწიფოს  ელჩი, ჰადას ესტერ მეიცადი (Hadas Ester Meitzad) ეწვია. მას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.

26
მარ
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასტიპენდიო ფონდი (CEE) - მოკლევადიანი პროგრამა

გაცნობებთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასტიპენდიო ფონდი (CEE) აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე რომელიც გაიმართება 8 სექტემბრიდან - 27 ოქტომბრის ჩათვლით, 2025.

25
მარ
კავკასიის უნივერსიტეტისა და ICT ასოციაციის ტრენინგების სერია

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტისა და ICT ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგების სერია, რომელსაც უძღვებოდნენ Devexperts-ის საერთაშორისო ტრენერები. 

25
მარ
CSH-ის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე

20-21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა შარიქაძემ, მონაწილეობა მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის უედჰემ კოლეჯის საერთაშორისო კონფერენციაში -„Decolonising and Decentering Imperial, Soviet, and Post-Soviet Music Histories" Wadham College, University of Oxford, 20 and 21 March 2025.

25
მარ
პროექტის - სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (IDEG) ფარგლებში ტრენინგების სერია იწყება

CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში" ფარგლებში, გრძელდება  ტრენინგების სერიები დოქტორანტებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის.

25
მარ
„მეწარმეობის ესკეიპ რუმი“ - ზუგდიდის ტექნოპარკი

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ზუგდიდის ტექნოპარკში გამართა ვორკშოპი - მეწარმეობის ესკეიპ რუმი,რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას.

24
მარ
„მეწარმეობის ესკეიპ რუმი“ - ბათუმის ტექნოპარკი

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ბათუმის ტექნოპარკში გამართა ვორკშოპი - მეწარმეობის ესკეიპ რუმი,რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას.

24
მარ
CU-ის საერთაშორისო კვირეულის პროგრამა 2025

17-21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ევროპის 15-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.

 

24
მარ
სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა - 2025/2026

ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისთვის.

24
მარ
კოიმბრას უნივერსიტეტის პროფესორის ბერნარდო ფაზენდეიროს ლექცია - ჟან მონეს კათედრა EU PPS ფარგლებში

ERASMUS+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა ბერნარდო ფაზენდეირო, სოციალური კვლევების ცენტრის მკვლევარი და ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში კოიმბრას უნივერსიტეტიდან (პორტუგალია). 

24
მარ
„ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია

კავკასიის უნივერსიტეტში, „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ მიერ გამოცემული წიგნების: სამოქალაქო განათლება მარიამ გვარამიას ავტორობით და ინგლისური ენა მარიამ-მანგა ავალიანის ავტორობით - პრეზენტაცია გაიმართა.

24
მარ
EU-PPS ჟან მონეს კათედრის საორგანიზაციო შეხვედრა

2025 წლის, 13 მარტს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ EU-PPS მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კათედრის გუნდის წევრი, ჟან მონეს პროფესორი ეკატერინე ქარდავა.  

24
მარ
მინი-ლექციები სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2025, გაზაფხულის სემესტრი

ერასმუს+ ჟან მონე მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE) 2025 წლის 19 მარტს და 20 მარტს გაიმართა საგაზაფხულო სწავლება მინი-ლექციების სახით სამართლის ბაკალავრ სტუდენტებთან (ორ ჯგუფად) კავკასიის უნივერსიტეტში.

24
მარ
სასწავლო კურსის - "ERP სისტემები"

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა სასწავლო კურსის - "ERP სისტემები" - ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ღირებულებათა ჯაჭვის ბიზნეს თამაშში: “Fresh Conection”. თამაშში მონაწილეობა მიიღო 350-ზე მეტმა სტუდენმა 60 უცხოური უნივერსიტეტიდან.

21
მარ
ინდივიდუალური შეხვედრები საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

კავკასიის უნივერსიტეტში, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით საერთაშორისო კვირეული გრძელდება.

 

21
მარ
პროფესორ ერეკლე პირველის კვლევა ჟურნალში – Applied Economic Analysis

კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორისა და კვლევითი ცენტრის დირექტორის, ერეკლე პირველის კვლევა დასაბჭედად მიღებულ იქნა გამოყენებითი ეკონომიკის მიმართულებით ერთ-ერთ გამორჩეულ ჟურნალში - Applied Economic Analysis.

20
მარ
ერასმუს+ ის მობილობა ადმინისტრაციული პერსონალისთვის როვირა და ვირგილის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus +ის შერეული ინტენსიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, როვირა და ვირგილის უნივერსიტეტი, ესპანეთი, მონაწილეობის მისაღებად.