სიახლეები

12
მარ
CSL-ის პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ AI-ის სამართლებრივ ჩარჩოზე მოხსენება ფლეტჩერში წარადგინა

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ ჩარჩოზე ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში მოხსენება წარადგინა.

 

11
მარ
დიპლომების გადაცემის ცერემონიალი GEM-ის და CSB-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის

კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ერთობლივი MBA პროგრამის მეთოთხმეტე მიღების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა საფრანგეთში, გრენობლში.

11
მარ
კომპანია PwC-ის შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

დიდი ოთხეულის კვირეულის ფორმატში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აუდიტორული კომპანია PwC.

10
მარ
IAUP ვებინარი 2025 - უმაღლესი განათლება: გლობალური გამოწვევები

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია (IAUP) დაინტერესებულ პირებს იწვევს ვებინარზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2025 წლის 31 მარტს. ვებინარის მთავარი თემა - “უმაღლესი განათლება: გლობალური გამოწვევები”. 

 

10
მარ
პროექტის - სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფარგლებში ტრენინგების სესია იწყება

CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში" ფარგლებში, იწყება ტრენინგების სერიის პირველი კურსი "AI for Learning and Research", რომელსაც ჩეხი ექსპერტი ჯან ბესედა წარუძღვება.

10
მარ
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა CU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

08
მარ
CSH-ის პროფესორის გურანდა ჭელიძის სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - “International Journal of Multilingual Education” გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა “International Journal of Multilingual Education” გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გურანდა ჭელიძისა და  სამართლის დოქტორის ეკატერინე ქარდავას სტატია “Binding EU Studies in the Education Policy of Georgia”.

07
მარ
მონპელიეს ბიზნესის სკოლის სტიპენდია

გაცნობებთ, რომ მონპელიეს ბიზნესის სკოლა (Montpellier School of Business), საფრანგეთი,  აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე “International Excellence Scholarship”.

06
მარ
კავკასიის უნივერსიტეტსა და აბუ დაბის მენეჯმენტის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და აბუ დაბის მენეჯმენტის სკოლას (ADSM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ADSM-ის პრეზიდენტმა, მარკ პაულინმა.

06
მარ
კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 მარტს კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას (ICTA) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის დაახლოებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

06
მარ
საჯარო ლექცია თემაზე - ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში

5 მარტს,  კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში“. 

05
მარ
სამეცნიერო ლექცია „მდგრადი ფინანსები“ - პანელური დისკუსია

4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობით უმასპინძლა პროფ. დოქტ. შტეფან ბრუნჰუბერს (მიტვაიდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია), რომელიც პროგრამის Science Lecture ფარგლებში ეწვია საქართველოს.

04
მარ
აქსელისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაგრძელება

26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა, აქსელმა და ჯიტამ, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა ''CUnicorn''-ის მონაწილეებისთვის და CU Alumni-ებისთვის, ერთობლივი დახურული შეხვედრა გამართეს. 

04
მარ
CSB-ის პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია.

04
მარ
CSG-ის სამაგისტრო პროგრამა უპირობოდ აკრედიტებულია

CSG-ის სამაგისტრო პროგრამა - სტრატეგიული საჯარო მმართველობა - უპირობოდ აკრედიტებულია.

04
მარ
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2025 - საფრანგეთი

ნორმანდიის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი (EM NORMANDIE Business School, France), გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსები ლე ჰავრში, პარიზში ან თითო კურსი ორივე ქალაქში.

04
მარ
კვლევის ეთიკის შესახებ შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

24-26 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში კვლავ გაიმართა კვლევის ეთიკის შესახებ ტრენინგები, რომლებიც აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ეთიკის პრინციპებისა და კვლევითი კულტურის გაუმჯობესებაში ეხმარება.

01
მარ
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

1-ელ მარტს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

01
მარ
ფრანგი მოსამართლის - ფატმა კოსადიას - ვიზიტი CU-ში

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტი, მოსამართლე ფატმა კოსადია ეწვია.

28
თებ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი სასწავლო ცენტრ „სპექტრში“

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სკოლების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ აბიტურიენტებს შეხვდნენ.