კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტის XI ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ - ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ისაუბრა.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტის XI ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ - ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ისაუბრა.
24-28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს (CU) ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ქეინის უნივერსიტეტის (Kean University) დელეგაცია.
კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო პროგრამამ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Best Tourism Academic Program“ ნომინაციაში გაიმარჯვა!
ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Clinical Medicine & Research გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას და ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტის, დაჩი ვერულავას ნაშრომი - “Injury Epidemiology in Emergency Departments in Tbilisi, Republic of Georgia: A Multicenter Study” (ტომი 24, ნომერი 3, გვ. 123–136).
26-27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ამერიკის ქეინის უნივერსიტეტის (Kean University, ნიუ-ჯერსი, აშშ) წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ახალი ექსკლუზიური პროგრამების პრეზენტაცია, რომლის მიზანიც კავკასიის უნივერსიტეტისა და ქეინის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობების გაცნობა იყო.
22, 26 და 27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ასოციაცია „ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცესთან“ თანამშრომლობით, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარების ციკლს უმასპინძლა.
სტატია, სახელწოდებით “Why Russia’s War in Ukraine Is Not NATO’s Fault: Popular Realism and the Misattribution of Responsibility” („რატომ არ არის რუსეთის ომი უკრაინაში NATO-ს ბრალი: პოპულარული რეალიზმი და პასუხისმგებლობის მცდარი მიკუთვნება“), დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Connections: The Quarterly Journal“.
26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი” 2026 შემოდგომის სემესტრის ფინალი.
22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი გაიმართა.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, 7-21 ოქტომბრის პერიოდში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) გამოცხადებული კონკურსების შესახებ.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორ ვახტანგ ფარცვანიას ახალი სტატია გამოქვეყნდა გერმანულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ჟურნალ Wirtschaftsdienst-ში, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის მონაცემთა ბაზაში (SCImago Q3) და ძირითადად გერმანიასა და ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხებს ეძღვნება.
საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Dusunen Adam Journal of Psychiatry and Neurological Sciences გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას ნაშრომი - “Primary Care Physicians’ Knowledge, Attitudes, and Clinical Practices Regarding the Management of Anxiety and Depressive Disorders in Georgia.”
5-17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (OTH-AW) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: “AI meets Arts”, წარმატებით განხორციელდა.
20 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა -მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი თამთა ბუთხუზმა, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი მერი ხვიჩიამ და მარკეტინგული პროექტების მენეჯერმა ჯეიხუნ მუჰამედალმა მარნეულის ადგილობრივ საგანმანათლებლო ცენტრებსა და რეგიონულ მედიასთან შეხვედრები გამართეს.
16-17 ოქტომბერს, ათენში, I საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“ ჩატარდა.
კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროგრამას „საერთაშორისო სასწავლო გამოცდილება საქართველოში “. პროგრამაში მონაწილე აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები 12 ოქტომბერს გამართულ მეთერთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“დაესწრნენ.
კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კიბერუსაფრთხოების ლიგა. რომელიც წლებია სეზონური პრინციპით ტარდება კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე.
კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აფილირებული პროფესორის, მამუკა ნემსაძისა და ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, მარიამ ვარაზაშვილის თანაავტორობით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Cureus გამოქვეყნდა სტატია - „Association Between Pre-pregnancy Obesity and Adverse Obstetric Outcomes: A Retrospective Cohort Study at a Secondary Care Center in Tbilisi, Georgia“.
15–16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია - „ავტორიტარიზმი, ნარატივები და კულტურები: უწყვეტობა, რღვევა და ცვლილება - წარსული და აწმყო“ (Authoritarianism, Narratives, and Cultures: Continuity, Disruption, and Change, Past and Present) - გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესა და გაერო-ს პაქტების 60 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოხსენება წარადგინა.